COVID 19-ის ახალი შემთხვევებიდან 5 შემთხვევაში წყაროს დადგენის მიზნით კვლევა მიმდინარეობს

პუბლიკა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან  2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1650
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1310
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 6020
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41