COVID-19-ის ახალი შტამი ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ვიკლევთ რამდენიმე შემთხვევას - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ რამდენიმე შესაძლო შემთხვევას იკვლევენ.

„რამდენიმე შესაძლო შემთხვევას ვიკვლევთ. ამას სჭირდება სეკვენირება, ეს ლუგარის ცენტრში შეგვიძლია გავაკეთოთ. ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმას ვიკვლევთ. ბოლო 2 კვირაში დადასტურებული შემთხვევა უშუალოდ დიდი ბრიტანეთიდან არ გვქონია, მაგრამ, გარკვეული ევროპული ქვეყნებიდან რომ არიან ჩამოსულები და დაუდასტურდათ, მათ მასალას ვიკვლევთ.

კლინიკურად, მიმდინარეობაში, აბსოლუტურად არაფრით განსხვავდება. პირიქით, რაღაც ისეთი ტენდენციაა, რომ შეიძლება, უფრო მსუბუქადაც მიდიოდეს, მაგრამ  ადვილად გადადის, ანუ, უფრო მეტად ინფექციურია, ვიდრე ჩვეულებრივი. კიდევ ერთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯერ ჯერობით იმუნიტეტს არ ემუქრება, ანუ, ვაქცინა მასზეც იმოქმედებს, “- განაცხადა პაატა იმნაძემ.