COVID-19-ის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო მომაკვიდნებელი იყოს - ჯონსონი

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, წინასწარი მტკიცებულება აჩვენებს, რომ დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო მომაკვიდნებელი იყოს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„გარდა იმისა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება,  ახალი ვარიანტი, შესაძლოა, ასოცირებული იყოს სიკდვილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან“, – განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონი იმ მათემატიკურ ანალიზს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც გამოთვლილი და შედარებულია, რამდენი ადამიანი შეიწირა ძველმა და ახალმა ვირუსმა.

მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალენსმა აღნიშნულ მონაცემებებზე განაცხადა, რომ „ჯერ ძლიერი არ არის“.

„ამ მონაცემების შესახებ ბევრი რამ არის სათუო და სიზუსტისთვის ბევრი მუშაობა გვჭირდება“, – აღნიშნა ვალენსმა.

BBC-ის ცნობით, წინასწარი კვლევა აჩვენებს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი 30%-70%-მდე უფრო სწრაფად ვრცელდება და 30%-ით უფრო მომაკვდინებელია. მაგალითად, თუ 60 წლის ასაკის 1000 ადამიანი დაინფიცირდებოდა, მოსალოდნელი იყო, რომ 10 მათგანი დაიღუპებოდა. ვირუსის ახალი ვარიანტის შემთხვევაში კი ეს რიცხვი 13-მდე შეიძლება გაიზარდოს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა და შემდგომ 50-მდე ქვეყანაში გავრცელდა.