საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, შეიცვალა თურქეთში შესვლის რიგი წესები და პირობები.
„ამა წლის 15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი“, – აღნიშნულია საელცოს განცხადებაში.
ამასთან, საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. ,,HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას და განაცხადის შევსება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.
განცხადების სრულად სანახავად გადადით საელჩოს Facebook-გვერდზე.