მსოფლიო მასშტაბით Covid 19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000 გადააჭარბა.
worldometers-ის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ვორუსით გარდაცვლილთა რიცხვია – 203,308. ხოლო ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების დადასტურებული შემთხვევა 3 მილიონს აღწევს (2,923,191).
კორონავირუსით დაღუპულთა ნახევარზე მეტი აშშ-ში, ესპანეთსა და იტალიაშია. ინფექციით პირველი გარდაცვალება 10 იანვარს ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა.
worldometers ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსოფლიოში 57,883 ვირუსით ინფიცირებული პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში ეპიდსიტუაციური სურათი შემდეგნაირია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 456;
- აქედან, გამოჯანმრთელებული – 139;
- გარდაცვლილი – 5;
- კარანტინის რეჟიმში – 4904;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.