Covid 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 156

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 497-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი ადამიანი. ინფორმაცია სამთავრობო ვებგვერდ  stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 497;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 156;
  •  გარდაცვლილი – 6;
  • კარანტინის რეჟიმში – 5107;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.