Covid 19-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები თებერვალთან შედარებით 24-ჯერ შემცირდა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid-19-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით 24-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 12-ჯერ შემცირდა.

შემცირებულია აქტიური შემთხვევების რაოდენობა (8-ჯერ) და ლეტალობის (4-ჯერ) მაჩვენებლებიც.

მათივე ცნობით, შემთხვევების კლების პარალელურად საგრძნობლად შემცირებულია კლინიკების დატვირთვაც. COVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკები კვლავ განაგრძობენ პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ჩატარდა 21 281 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 800, გარდაიცვალა 10 პაციენტი.