კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართელოში ვირუსით 3 022 პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემებს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაიცვალა 24 ადამიანი.
საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 974-ს.
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 636 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 737-მდე.
მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.