COVID-19 | რამ განაპირობა საქართველოში გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა – ცერცვაძის განმარტება

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რამ განაპირობა საქართველოში COVID 19-ით სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი.

„ეს განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და საქართველოს კლინიკური სექტორის, კლინიკების მაღალმა პროფესიონალიზმმა და, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად თავგანწირვამ.

ხედავთ ჩვენი კლინიკის მაგალითზე, სხვა კლინიკების მაგალითზე – ასეა მთელ საქართველოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო და დავასახელო გორი – შესანიშნავად მუშაობს – ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, საჩხერე და სხვები…

ჩვენ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე ადრე გამოვიყენეთ მოწინავე, ინოვაციური მკურნალობის მეთოდები, რომელიც შემდეგ აღიარებული იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ, როგორიცაა ამერიკის პრეზიდენტი და  ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა ასოციაცია. ჩვენ ამას ვიყენებდით ერთი თვის წინ.

ასევე, ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მიმართ, მაქსიმუმი კეთდება, ამ თვალსაზრისით, თითოეულ ავადმყოფზე. როგორც კი გახდება ავად, ხდება ჰოსპიტალიზაცია. 24 საათის განმავლობაში ხდება სრული გამოკვლევა და მას სამედიცინო პერსონალი 24 საათი კურირებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.