COVID-19 | როცა ოჯახში ონკოპაციენტია - NCDC-ის რეკომენდაცია

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომანდაციის მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირებმა, რომლებიც ახლა გადიან ან უკვე ჩაუტარდათ კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობა, რამაც გავლენა მოახდინა მათ იმუნურ სისტემაზე, საჭიროა, სიფრთხილის მაქსიმალური ზომები დაიცვან, რათა შემცირდეს COVID-19-ით ინფიცირების რისკი.

თუ ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი

თუ შესაძლებელია, ონკოლოგიური პაციენტი, რომელიც ამჟამად მკურნალობას გადის, ან ახლახან დაამთავრა მკურნალობის კურსი, სასურველია, იზოლირებულად ცხოვრობდეს; თუ ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ ის უნდა მოთავსდეს საცხოვრებლის ერთ ოთახში, სასურველია, ცალკე სველი წერტილებით. ცალკე აბაზანის არ არსებობის პირობებში ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია მოხდეს პაციენტთან მცხოვრები პირების მიერ აბაზანით სარგებლობის შემდეგ. ონკოლოგიურ პაციენტს უნდა გამოეყოს ინდუალური მოხმარების საგნები – ჭურჭელი, თეთრეული და სხვა.

ჩემი ოჯახის წევრი კორონავირუსზე დადებითი აღმოაჩნდა, როგორია ჩემი ინფიცირების რისკი?

იმის გათვალისწინებით, რაც COVID-19–ის შესახებ ცნობილია, სავარაუდოდ, თქვენც ასევე გაქვთ ვირუსით დაინფიცირების რისკი. თქვენ უნდა დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ტელეფონით, რათა მას აცნობოთ შესაძლო დაინფიცირების შესახებ და მიიღოთ რეკომენდაციები სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თქვენი ტესტირების და დაავადების პრეევენციის მომდევნო ნაბიჯები. განაგრძეთ მეთვალყურეობა თქვენს სიმპტომებზე და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ცხელების, ყელის ტკივილის ან ხველის გამოვლინების შემთხვევაში.

ჩემი პარტნიორი ონკოლოგიური დაავადების საწინააღმდეგო მკურნალობას გადის, რა შემიძლია გავაკეთო მისი დაცვის მიზნით?

იმ პაციენტებისთვის, რომლებიც კიბოს მკურნალობას გადიან, რეკომენდებულია, თავიდან აიცილონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა და, თუ ეს შესაძლებელია, მათთან ერთად მცხოვრებმა ადამიანებმაც იგივე უნდა გააკეთონ, რათა შეამცირონ ონკოპაციენტზე ვირუსის გადაცემის რისკი. შეიძლება დაფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა ამ დროს ბავშვების სახლში გაჩერება. თუ ოჯახის წევრები ურთიერთობენ საზოგადოებაში, მათ შორის ბავშვები სკოლაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიცვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ზოგადი რჩევები COVID-19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ, მათ შორის ხელების ხშირი დაბანა, სუფთა ზედაპირების შენარჩუნება და დისტანცირება ოჯახის წევრებისაგანაც კი.