21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 14 და გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 445;
- აჭარა – 369;
- იმერეთი – 295;
- ქვემო ქართლი – 76;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 66;
- მცხეთა-მთიანეთი – 23;
- შიდა ქართლი – 23;
- კახეთი – 20;
- სამცხე-ჯავახეთი – 18;
- გურია – 15;
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 1.
საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ქვეყანაში არის 372 მძიმე პაციენტი, მათგან თბილისში 186 მკურნალობს, აჭარაში – 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პირია, მათგან 11 აჭარაშია.