COVID-19 | საქართველოში დაინფიცირდა 2, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათმა ჯამმა 796 შეადგინა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი დადასტურებელი შემთხვევა მარნეულის სოფელ მარეთიდან არის.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათი რაოდენობა 634 გახდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კარანტინის რეჟიმში – 2 508;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 300;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.