Covid -19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და ყოველდღიური აქტივობების რადიკალური ცვლილების გამო ადამიანების დიდ ნაწილში მატულობს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის ნიშნები. იზრდება ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტების ალბათობაც.
აღნიშნულ პრობლემებთან გასამკლავებლად წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT მოსახლეობას სთავაზობს უფასო ფსიქოსოციალური დახმარების სერვისს.
„ბავშვებს, მოზარდებსა და ზრდასრულ ადამიანებს, რომელთაც ეპიდემიის გავრცელების შედეგად აღენიშნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ან იმყოფებიან ძალადობის რისკის ქვეშ, ჩვენი ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები გაუწევენ ონლაინ და სატელეფონო მომსახურებას.
კონსულტაციაზე დასარეგისტრირებლად ან შეკითხვების გამოსაგზავნად მოგვწერეთ GCRT-ის ფეისბუქგვერდის პირად შეტყობინებაში”. – აცხადებენ ორგანიზაციაში.