თბილისში, კლინიკა „ჯერარსში“ 32 წლის COVID-ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. კლინიკის სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის ფონზე განვითარებული პნევმონია გახდა.
„ახალგაზრდა ქალბატონი, 32 წლის. სიკვდილის ძირითადი მიზეზი იყო კოვიდინფექციის ფონზე მძიმე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.
ყაზაიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ პაციენტს წარსულში ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული თავის ტვინზე, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს გარემოება ვირუსის მიმდინარეობის დამძიმების მიზეზი არ გამხდარა. ყაზაიშვილის თქმით, პაციენტი ჭარბწონიანი იყო.
27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.
კორონავირუსით გარდაცვლილი 23 ადამიანიდან 9 პაციენტი თბილისიდანაა, 8 – აჭარიდან.