COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა კი - 13-ით გაიზარდა

პუბლიკა

კორონავირუსის დადასტუსტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორივე ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ერთი ბოლნისს უკავშირდება, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა.

შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 730 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 522 პაციენტი.

stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების მიხედვით კი:

  • გარდაიცვალა – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3076;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.