Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები გაყინა

პუბლიკა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა.

SONNTAGSZEITUNG-ის ცნობით, ეს ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების, დაახლოებით, მესამედია.

გამოცემის ინფორმაციით, გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი მოქალაქეების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების  შეზღუდვებში მოხვედრილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ასევე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები.

დაყადაღდა უძრავი ქონების 15 ობიექტი.