ძლიერი ქარის გამო ბოლო 12 საათში 13 ავტომობილი დაზიანდა

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 12 საათის განმავლობაში, უამინდობის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაფიქსირდა 260 შეტყობინება, აქედან, 240 – თბილისში. არც ერთ შემთხვევაში მოქალაქეები არ დაშავებულან.

„შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რომლის დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა“, – აცხადებს უწყება.

უწყების მონაცემებით, ხის ტოტების დაცემის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა.