დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა კახა კახიშვილმა გამოთქვა იდეა, რომ ამოქმედდეს ქუჩის მწვრთნელების პროგრამა.
„მინდა, გთხოვოთ, იქნებ რაიმე გეგმა გვქონდეს ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერს და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად ცუდი არ იქნება, [თუ] რაღაცნაირად ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. მაგალითად, სადაც არის სკვერი და სტადიონი, არ არსებობს, იქ, იმ კორპუსში ერთი მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და რაღაც სიმბოლური თანხით, თუნდაც თავის ბავშვებს არ ამეცადინებდეს საღამოობით და ეს იქნება კარგი და ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სესიაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, მინისტრობის კანდიდატები „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეკითხვებს ისმენენ.