„ცუდია ძალიან" - კობახიძე წვრთნების გადადებაზე

პუბლიკა

„ცუდია ძალიან”, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ღირსეული პარტნიორის” სწავლების გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ კითხვას.

გავრცელებულ ინფორმაციაზე მას დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, „ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც აშშ თითქოს ზეწოლას ახდენდა საქართველოზე გაეხსნა მეორე ფრონტი და რომ თითქოს მონაწილეობას იღებდნენ, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში.