ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 7 პირი - შსს

პუბლიკა

ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 7 პირი დააკავეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უცნობია, არის თუ არა დაკავებულებს შორის პირი, რომელმაც მირიან კუკავას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, გუშინ წვეულებაზე მთელი დღის განმავლობაში იკითხებოდნენ ცხვარიჭამიაში გამართული დაბადების დღის წვეულების მონაწილეები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მირიან კუკავა დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, როდესაც სუფრასთან ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით დაპირისიპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.