Cybernews: მილიონობით ქართველის პერსონალურმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა

პუბლიკა

ტექნოლოგიებსა და კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე ვებგვერდის, Cybernews-ის ცნობით, გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა საქართველოს თითქმის მთლიანი მოსახლეობის პერსონალური მონაცემები შემთხვევით საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მონაცემების გაჟონის შესახებ კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა ბობ დიაჩენკომ და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინეს. მათი ცნობით, ბაზა ინახებოდა ერთ-ერთ მონაცემების შემნახველ გერმანულ სერვერზე.

სენსიტიური პერსონალური ინფორმაცია შეიცავდა შემდეგ მონაცემებს:

  • პირადი ნომერი
  • სრული სახელი და გვარი
  • დაბადების თარიღი
  • გენდერი
  • სერტიფიკატის მსგავსი ნომერი (შეიძლება იყოს დაზღვევა)
  • ტელეფონის ნომერი მფლობელის აღწერილობით

„როგორც ჩანს, ეს მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან”, – აცხადებს დიაჩენკო.

როგორც გამოცემა Cybernews წერს, აღმოჩენიდან მალევე სერვერი, სადაც ეს მონაცემები იყო, გაითიშა და წვდომა მათზე დაიხურა, თუმცა პოტენციური კიბერრისკები მილიონობით ადამიანის მიმართ რჩება.