„მივმართავ ჩემს კოლეგებს, ბლოგერებს, იუთუბერებს – დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის ეზიზღება პოლიტიკა და პოლიტიკური სიბინძურე, თუმცა არის რაღაცები, რაზეც ხმის ამოუღებლობა და აზრის დაუფიქსირებლობა უბრალოდ დანაშაულია. ახლა სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის.
არ უნდა იქნას მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ თუ მომავალ მთავრობას მისცემს ბერკეტს, აგენტად შერაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ დავბრუნდებით!
ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. არა რუსეთს; რუსეთი მტერია!”, – წერს ის instagram-ზე.