დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილ პარტნიორის ინტიმურ მასალებს უკანონოდ ინახავდა

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კაცი დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებულს 2021-2022 წლებში, ინტიმური ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულ ქალთან, რა დროსაც ისინი ერთმანეთს სხვადასხვა გზით ეკონტაქტებოდნენ, მათ შორის ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით.

ვიდეოზარის მიმდინარეობისას, ბრალდებული, ფარულად მობილური ტელეფონით შიშველ დაზარალებულს სურათებს (ე.წ. სქრინები) უღებდა. ბრალდებული, ასევე, მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა, მათი სქესობრივი კავშირის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ბრალი მას პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.