დააკავეს კაცი, რომელსაც ახალგაზრდა ქალები გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული .მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა .მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.“ – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებამდე, ორი დღით ადრე, ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „საფარმა“ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ქალებმა პოლიციას 19 სექტემბერს მიმართეს.

„ამის მიუხედავად, ერთი მათგანი ამ დრომდე არ გამოუკითხავთ და მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე გამოძიება არ დაწყებულა. შესაბამისად, არ ჩატარებულა საგამოძიებო მოქმედებები, არ ამოუღიათ მტკიცებულებები.”