დააკავეს მამაკაცი, რომელიც 10 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის ფოტო/ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა - შსს

პუბლიკა

პოლიციამ გორში დააკავა მამაკაცი, რომელსაც გამოძიება “პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებას” ედავება.

გამოძიების მიხედვით 2001 წელს დაბადებული ბრალდებული მამაკაცი,  “ფეისბუკის”  2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს დაუკავშირდა, და სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა.

მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.