შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1971 წელს დაბადებული ზ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ, ფარულად გადაიღო ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, რის შემდეგაც აღნიშნული მასალა უკანონოდ გავრცელდა”, – წერს შსს.
უწყების ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.