დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც თითქოსდა რეკომენდებულია COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და პროფილაქტიკისთვის.
“გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას”. – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი განხორციელდა, გადასცენ შინაგან საქმეთა სამინისტროს.