დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი covid-19-ით გარდაიცვალა

პუბლიკა

კოვიდ 19 ით, დაინფიცირდა და თანმხლები დაავადებების ფონზე, ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

“კოვიდ -19-ის პანდემიის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაავადების პირველ დღეებშიც აგრძელებდა მისი მოვალეობის შესრულებას” – ვკითხულობთ ცენტრის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

იგი 62 წლის იყო.