„დაავალე მიშას“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას იწყებს

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ საარჩევნო კამპანიას იწყებს  სახელწოდებით – „დაავალე მიშას“. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა.

„ეს კამპანია გულისხმობს შემდეგს – ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ უშუალოდ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ ჩვენი მაჟორიტარები ჩამოივლიან ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, შეხვდებიან ყველა თქვენგანს და უშუალოდ მიიღებენ დავალებებს. იმ დავალებებს, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ყველა დავალებები უშუალოდ გადაეცემა მიხეილ სააკაშვილს და ის თვითონ წარადგენს შემდეგ გეგმას, თუ როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს.