ამ შემთხვევაში, იმან, რომ საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში გავდივართ ჩვენ უფრო, და არა დაბალშემოსავლიანში, შეიძლება ცუდი როლი ითამაშა, იმიტომ, რომ პირველ რიგში დაბალშემოსავლიანებს გადასცეს… მაგრამ იქაც სულ რამდენიმე ქვეყანამ მიიღო ჯერჯერობით“, – განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოში ვაქცინის შემოტანის შეყოვნების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს Covax-პლატფორმისა და ჯანმოსგან დასტური ჰქონდა, რომ ქვეყანაში ვაქცინას თებერვლის ბოლოდან შემოიტანდნენ.
თუმცა ევროკავშირის დაკვეთების ბოლომდე შეუსრულებლობის გამო, საქართველოში „ფაიზერის“ დოზების შემოტანა გადაიდო.