დაჩი ბერაიამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად.

დღეს გაწევრიანების შანსი გვაქვს და ამ შანს უკარგავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის რეალობა. არა რუსულ ფრენებს, არა რუსეთს საქართველოში, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ, აი, ეს არის ჩვენი მომავალი.“ – თქვა გიორგი ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც ვაშაძე დარბაზში საკუთარ ადგილს დაბრუნდა, დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.