დაჭრილი მონადირე, რომელმაც თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა

პუბლიკა

მონადირე, რომელსაც დაბა ჯვრის ტყეში ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას, გზაში გარდაიცვალა. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაჭრილი მონადირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც, თუმცა უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საავტომობილო გზამდე საკაცით გადაჰყავდათ.