დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან შიდა გავრცელება არცერთი არაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში გუშინდელის მერე კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შიდა გავრცელება არცერთი არაა. კლინიკის დირექტორის თქმით, 6 ახალი შემთხვევიდან 3 ქუთაისის რეგიონში არიან გადაყვანილი და 3 თბილისში.

„ყველა შემოტანილი შემთხვევაა და წყარო ცნობილია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უცვლელია –  50 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ წუთში 33 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გვყავს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი გვყავს და ორი უფრო მძიმეა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა. ამ ეტაპზე მოზარდები არ გვყავს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 დადასტურებული შემთხვევაა.