დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 600 შემთხვევა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარდა 45 006 ტესტი; გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა; გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 1 727 პირი; დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%.