ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვისურის გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება იყოს ინფიცირებული, ვიდრე დღეს ტესტირების შედეგად ვლინდება და მისი თქმით, ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა.
„1800 შემთხვევა დღეს, 2000-ზე მეტი გუშინ მიუთითებს იმას, რომ გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არ გვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს იმას, თუ რამდენი ადამიანი ვლინდება კოვიდით, როცა ხდება პირების გამოკვლევა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური და უფრო მეტი ადამიანია შეიძლება ინფიცირებული, ვიდრე დღეს ჩვენ ტესტირების შედეგად ვავლენთ. ამდენად ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა“, – განაცხადა გაბუნიამ.