დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს. იგი ამბობს, რომ საქართველო COVID 19-ის მეოთხე ტალღის პიკს გადისჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს

“იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, დაძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა

მადლობა ყველა მოქალაქეს ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი

დღეს COVID 19-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულოა COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

თქვენ ხართ გმირები

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვისჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდეგთ ექიმების გვერდით!” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.


„მერე რა, დანაშაულია ქეიფი”? – ასე უპასუხა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელ ხალხმრავალ შეკრებაში მონაწილეობაზე.

გუშინ, 7 აგვისტოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი ღარიბაშვილი ძიუდოისტ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელში არხილოსკალოში ჩავიდა. ოლიმპიურ ჩემპიონს მშობლიურ სოფელში დახვედრა მოუწყვეს.

ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად,  facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ხალხმრავალ სუფრას პრემიერ-მინისტრიც შეუერთდა.

მძიმე ეპიდვითარების ფონზე მთავრობის, ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან რეკომენდაციები – ატარონ პირბადე, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, უარი თქვან თავყრილობების გამართვაზე, ასევე, ქორწილებისა და ქელეხების გადახდაზე.