დადგენილია ცხვარიჭამიაში მკვლელობის ჩამდენის ვინაობა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხვარიჭამიაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმის გამოძიების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, „პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა და მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“.

შსს-ს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში 7 პირი ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.