დადიანის ქუჩაზე მომხდარზე შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

პუბლიკა

29 ოქტომბერს დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების აქციის დროს ავტომანქანის ინციდენტზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ წარმოება მიმდინარეობს 123-ე და 125-ე მუხლებით, რაც მანქანის გაჩერებაზე პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობას და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

29 ოქტომბერს დადიანის ქუჩაზე, სადაც მეორე დღეა მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს პროტესტის ნიშნად გზა აქვთ გადაკეტილი, ინციდენტი მოხდა.

გზაზე შეკრებილი ბავშვების და მათი მშობლების წინ BMW-ს მარკის ავტომობილი განზრახ რამდენჯერმე მკვეთრად შემოტრიალდა.

ადგილზე გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისიც ჩანს, როგორ ეჯახება მანქანა, სავარაუდოდ, პოლიციელს, შემდეგ კი იქვე მდგომ მანქანას.