„დაფიონი": ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს

პუბლიკა

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ წერს, რომ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.

„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“. – წერს „დაფიონი“.

განახლება:

20:15 წუთზე, რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, საცხოვრებელი სახლიდან ზვიად ცეცხლაძე ბორკილებდადებული გამოიყვანეს.

ადვოკატის თქმით, ზვიად ცეცხლაძე ქუჩაში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, როცა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს.

ზვიად ცეცხლაძე 19 წლის არის.

ის ერთ-ერთი იმ 7 ადამიანს შორის, რომლებზეც დღეს შსს-მ განაცხადა, რომ დააკავეს.

„ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში
მონაწილეობის ფაქტებზე”.

ზვიად ცეცხლაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.