დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი - ელისაშვილი

პუბლიკა

„უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა და დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ განუცხადა, მას შემდეგ რაც მან საავადმყოფო დატოვა.

„შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში განყოფილებაში, გადამიყვანეს დიდუბის განყოფილებაში, იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი მერე კლინიკაში, ძალიან მტკიოდა, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი“,- ამბობს ელისაშვილი.

გუშინ, 17 აპრილს, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და კანცელარიის ტერიტორიიდან გაიყვანა. მანამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დაპირისპირება იყო. უცნობია, რას მოჰყვა შელაპარაკება, თუმცა როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, ელისაშვილს შენობაში შესვლა სურდა.

პოლიციამ გუშინდელ აქციაზე ორი პირი დააკავა.