მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, მათ შორის მაყურებლის გარეშე ჩაივლის 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.