36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა, რომელიც „აზოვსტალის“ ფოლადი ქარხანაში 78-ე დღეა იბრძვის, SpaceX-სა და Tesla-ს დამაარსებელს, ილონ მასკს დახმარებისთვის მიმართავს.
„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ხართ, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებლის რწმენა. ჩვენი პლანეტები გვერდიგვერდ არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გასვლაში. თუ არა თქვენ, სხვამ ვინ?“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას მიმართვაში.
ის მიმართავს „პლანეტაზე მყოფ ყველა ადამიანს“ დაეხმარონ, რათა ელონ მასკმა მისი მიმართვა ნახოს. მისი თქმით, მათ სჭირდებათ სუპერადამიანების მხარდაჭერა.
გუშინ, 11 მაისს ვოლინამ ასევე მიმართა მსოფლიო ლიდერებს და რომის პაპს დახმარებისთვის.