დაიღუპა მგზავრი, რომელიც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში ჩავარდა

პუბლიკა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა. ინფორმაციას „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, მგზავრი დაიღუპა.

„პუბლიკა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყებიდან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.