თბილისში მანქანასთან შეჯახების შედეგად დაიღუპა „სქროლის“ სკუტერით მოძრავი ადამიანი

პუბლიკა

30 ივლისის ღამით, გმირთა მოედანზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა სქროლის სკუტერით მოძრავ ადამიანს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად მოქალაქე დაიღუპა

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

პოლიციის განცხადებით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.