დაინფიცირებულია კლინიკის მედპერსონალი, ექთანი და სანიტარი – სოლოღაშვილი

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელმა, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალის შესახებ ისაუბრა,

„5 ახალი შემთხვევა გვქავს კლინიკაში. აქედან 2 არის იმპორტირებული საკარანტინო ზონიდან, 3 ჩვენი სამედიცინო პერსონალია. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა კოვიდკლინიკაა, მაგრამ აქამდე კლინიკას არ ჰყოლია არც ერთი ინფიცირებული მედპერსონალი, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკის დაცვა. მაგრამ კოვიდთან ბრძოლა არ არის მხოლოდ „დარჩი სახლში“, ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თვითონ მედპერსონალისთვის. ეს არის შემთხვევა, როდესაც არც სამართალდაცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ამიტომ ექიმიც ხარ, დედაც, ფსიქოლოგიც და პატრულიც.

ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, ერთ-ორ არაადეკვატურ პაციენტთან ურთიერთობა. მათ ჰქონდათ ექიმთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ, რისკის გამო, არც ერთი სამართალდამცავი და მათიც გვესმის. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი – ექთანი და სანიტარი, ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა.

თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები. ეს პერსონალი არის იზოლირებულად. ზოგადად, პერსონალის ნაკადის ცვლილება ხდებოდა მაღალი დონეზე და დღემდე ეს შედეგი მაგიტომ მოვიტანეთ და არც ერთი ინფიცირებული არ გვყოლია. არ ველოდებით რაიმე კონტაქტებში გავრცელების რისკს“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.

მისი თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გამოხატული აქვთ სიმპტრომები და მაღალი ტემპერატურა.