უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ჰეორჰი ტიჰი აღნიშნავს, რომ რუსეთისგან განსხვვებით, უკრაინას ტერიტორიები არ სჭირდება და საკუთარი ხალხის დასაცავად იბრძვის. მის კომენტარს „უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციისგან განსხვავებით, უკრაინას სხვა არ სჭირდება. უკრაინა დაინტერესებული არ არის კურსკის ოლქში ტერიტორიის ხელში ჩაგდებით, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხის სიცოცხლე დავიცვათ”, – განაცხადა მან.
6 აგვისტოდან რუსეთში კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უსაფრთხოების სამსახურმა 6 აგვისტოს გაავრცელეს ცნობები, რომ რუსმა მესაზღვრეებმა და FSB-ის თანამშრომლებმა მოიგერიეს უკრაინელი სამხედროების შეტევა. მათი მტკიცებით, რუსეთში ბატალიონის ზომის სამხედრო დაჯგუფების შეჟონვა მოხდა ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას მიმართულებით.
ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორობის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიიღეს, რათა „აღმოფხვრან რეგიონში მტრის შეჭრის შედეგები“.
რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა „უნდა იგრძნოს”, რაც უკრაინას გაუკეთა.