დაინტერესებული პირების ნაწილს საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევა

პუბლიკა

დაინტერესებული პირების ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლევა.

როგორც ისინი ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე დაწერეს წერილი და გამოხატეს სხდომაზე დასწრების სურვილი, მოქალაქეების ნაწილს, რომლებსაც სხდომაზე დასწრება სურდათ, შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

შენობასთან დილით სიტყვიერთი დაპირისპირებაც იყო, როცა არხის წამყვანებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ იმ მოტივით რომ სხდომაზე დამსწრეთა სიაში არ იყვნენ. მოგვიანებით მათ სხდომაზე შესვლა შეძლეს.

„მათი კომუნიკაციის ეს ფორმა ნათლად აჩვენებს მათ სახეს, ისინი არიან დამფრთხალები და გაურბიან ყველანაირად პროტესტში მყოფ საზოგადოებას, თავინთ თანამშრომლებსაც კი. მათაც კი ბრძოლა დასჭირდათ იმისთვის, რომ დიდი ჯგუფიდან მხოლოდ სამი ადამიანი შესულიყო [სხდომაზე დასასწრებად] კანონით ნაბისმიერ დაინეტერსებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწროს.

მათი მხრიდან არგუმენტი არის, რომ ოთახი არის პატარა და მხოლოდ 6 ადამიანს იტევს. ჩვენ დიდმა ჯუფმა გამოვთქვით სურვილი, რომ დავესწროთ სხდომას და არ გვაძლევდნენ ამის საშულებას, ამიტომ აქ ვდგავართ და ვაპროტესტებთ, ეს არის კანონდარღვევა, კანონში ცალსახად წერია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, დავესწროთ, ისინი ამას არ ითვალისწინებენ“,- ამბობს გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით შენობაში შევიდა და სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა.

ამ დრომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან რჩებიან ის ადამიანები რომლებსაც სხდომაზე დასწრება სურთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიუციათ.