საინიციატივო ჯგუფი „დაიტოვე” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯგუფი პარტია „გირჩთან” კოორდინირდება არჩევნებზე” სიმართლეს არ შეესაბამება.
„მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი „დაიტოვე” კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
პროექტი „დაიცავი” რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც გამიჯნულია „დაიცავისგან” და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის „გირჩთან” და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, „დაიტოვესთან” არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში.
ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა რამე სახის მოლაპარაკება, გთხოვთ რომ ჯგუფი „დაიტოვე” აღარ მოიხსენიოთ თქვენს საჯარო განცხადებებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 3 სექტემბერს „გირჩმა” გაავრცელა განცხადება, რომ პარტია არჩევნებზე დასაკვირვებლად და ხმების დასაცავად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „დაიტოვეს“ ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში თანამშრომლობას გეგმავს.
„გირჩის“ განცხადებით, თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა.