„დაიტოვეს” წევრებს პოლიცია საშუალებას არ აძლევს, გასაპროტესტებლად კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ
„დაიტოვეს” წევრებს, რომლებიც კალანდარიშვილის სახლისკენ მიდიოდნენ, უცნობი კაცი თავს დაესხა.
აქტივისტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახლისკენ მიდიოდნენ, როცა მოულოდნელად აგრესიულმა კაცმა მათ გინება დაიწყო და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
„ტვ პირველს” მან უთხრა, რომ „მეზობელია”.
ვითარება პოლიციამ განმუხტა. ამავე დროს, ისინი „დაიტოვეს” წევრებს საშუალებას არ აძლევენ, გიორგი კალანდარიშვილის სახლისკენ წავიდნენ. ადგილზეა გოგა მენანიშვილი, პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
„ტროტუარზე მოვდიოდი. ვიღაც თავს დაესხა ჯერ იმ ბატონს, თავში რაღაც ჩაარტყა და მე რომ ვცადე, რომ შუაში ჩავმდგარიყავი, ვიღაცამ ზურგში ჩამარტყეს. პოლიცია უბრალოდ დგას. ესენი იცავენ ჩვენს წესრიგს? ესენი იცავენ კალანდარიშვილს“. – თქვა სანდრო ქინქლაძემ.
ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება. არის შეხლა-შემოხლა.
დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა. ცესკოს თანახმად, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53,93% და 89 მანდატი მიიღო.