გუშინ, 2 მარტს პარლამენტთან აქციაზე დაკავებულ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
აქციაზე – „არა რუსულ კანონს” „პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. მათ პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევებად მიიჩნევს.
ისინი შინაგან საქმრთა სამინისტროს შენობაში რამდენიმე საათი ჰყავდათ გადაყვანილი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი გამოუშვეს. შემდგომი პროცედურების შესახებ მათ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ჯამში აქციის 36 მონაწილე დააკავა. უწყება მათაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.